|
2016-09-01 13:57:22, 914 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ ჩვენს გაერთიანებას ყველა მთავარ კონკურენტად აღიქვამს
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს გაერთიანებას არჩევნებზე ყველა მთავარ კონკურენტად აღიქვამს, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ყოფილი პრემიერის განცხადება. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გაერთიანებას არჩევნებზე ყველა ძირითად კონკურენტად მიიჩნევს. ამასთანავე, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურენტს ნეგატიური ჩარჩო მიაკეროს და სულ იმას ამბობენ, რომ ვიღაცის სატელიტები ვართ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი გაერთიანება და ეს ორივე მხარეს აცოფებს. საარჩევნო კამპანიის კუთხით, ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე სერიოზული შედეგი გვექნება. ივანიშვილის განცხადება მიუთითებს, რომ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც 8 ოქტომბერს გამარჯვება შეუძლია“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად, მაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იკვეთება - ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ბურჭულაძის გაერთიანებაა“.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)