02:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:21:27, 1158 ნახვა

ეკონომიკა
15 კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა

15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ. კოოპერატივები, ასევე ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით მიიღებენ. 

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილებას სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივები იღებენ. კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გურიაში -1, კახეთში -1, ქვემო ქართლში -2, სამცხე-ჯავახეთში -8.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებული მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს 416 ფერმერს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 3688. 

პროგრამაში ჩართულობით მესაქონლე კოოპერატივებს ეძლევათ საშუალება სტანდარტების დაცვით რძის მიღება მოახდინონ. ერთის მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძის საწარმოებს, მეორეს მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას შეუწყობს. 

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  www.acda.gov.ge იყო შესაძლებელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics