|
2016-09-01 13:11:53, 855 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას თავს საკონსტიტუციო სასამართლოც აღწევს
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, მოსამართლეებს შორის დაპირისპირება ცუდი ფაქტია, თუმცა, ყოფილი პრემიერი ირწუნება, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია. რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი თავმჯდომარის განცხადებებს მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლასთან დაკავშირებით, ივანიშვილი ღრმა ანალიზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც იქნა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას თავს აღწევს, რაც ბევრს არ მოსწონს: "ძალიან ცუდია ასეთი დაპირისპირება, ცუდია, რომ მოსამართლეები ახერხებენ პირდაპირ ეთერში უპასუხონ ერთმანეთს.თავს შევიკავებდი ანალიზისგან, რამეთუ სასამართლოა. ასე იქცევიან ერთი მიზეზით, რომ ვეღარ იყენებდნენ ისე, როგორც იყენებდნენ. ჩემზე ამბობენ, რომ აკონტროლებს მოსამართლეებს. რის საფუძველზე ვაკონტროლებ მოსამართლეს? რა მაქვს პირადი, რატომ მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ჩემი ინტერესია მხოლოდ, დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ და აქ სასამართლოს აქვს ლომის წვლილი. ივანიშვილის კონტროლს იცით რატომ ამბობენ? თვითონ ვერ აკონტროლებენ, მე რაში მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ან თუკი ვინმე კანონმა დასაჯა, იმწუთში იტყვიან, ივანიშვილის დასჯილია, ივანიშვილის პატიმარია.ერთადერთი ჩემზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში, იმას იცავენ. დღეს არც ერთ შემთხვევაში მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს და მცდელობაც არ აქვს, რომ ჩაერიოს. ძალიან კარგად ჩანს, რომ საერთო სასამართლოები და საბედნიეროდ, მგონი საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს "ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას. უფრო ღრმა ანალიზს ვერ გავაკეთებ",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)