02:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:33:11, 1775 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი შემოთავაზებით გამოდის - „დაიცავი ბუნება, დაზოგე ენერგია და ფული“

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი შემოთავაზებით  გამოდის- „დაიცავი ბუნება, დაზოგე ენერგია და ფული“.

კომპანიის ინფორმაციით,ის ახალ პროდუქტს ენერგიისა და ფულის დასაზოგად გვთავაზობს.

დღეიდან „ტექნო ბუმში“  შეგიძლიათ შეიძინოთ მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები 24 თვიანი 0%-იანი განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე თვეში მხოლოდ 24 ლარიდან.

მიმდინარე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როცა  არ გყოფნით ფინასური რესურსი გაუმკლავდეთ ელექტრო ენერგიისა და გაზის გადასახადებს, კომპანია ,,ტექნო ბუმი’’ გთავაზობთ შეიძინოთ გერმანული ბრენდის wagner-ის - მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელი, რომელიც აღჭურვილია 150-300 ლიტრიანი წყლის ავზით და ელემენტებით(ვაკუუმ მილებით), რომლებიც მზის ენერგიას მაქსიმალურად იყენებენ წყლის გაცხელებისთვის, ზამთარში ჰაერის ტემპერატურის -40 გრადუსამდე დაცემის შემთხვევაშიც კი. დაზოგეთ ფული და შეიტანეთ წვლილი ბუნების დაცვაში.

წყლის გამაცხელებლები გამოიყენება როგორც კერძო სახლებში,კორპუსებში,დროებით ნაგებობებსა და მშენებელთა საცხოვრებლებში,კერძო კოტეჯებში,ასევე სასტუმროებში, პანსიონატებსა და დასასვენებელ სახლებში,რესტორნებში,კაფეებში, საკლუბო ტიპის და მრავალსართულიან სახლებში,საცურაო აუზებში,სამრეწველო ობიექტებში.

 ტექნო ბუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება ყველა, ვინც კომპანიის მაღაზიებში ტექნიკას შეიძენს,  მისთვის სასურველ სასაჩუქრე ბარათს შეარჩევს,  მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ბარათში საჩუქარია. თქვენ შეიძლება, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მფლობელი გახდეთ, საჩუქრად  მიიღოთ  საგზური  რომში, მილანში, ფლორენციასა და ვენეციაში ან გახდეთ სუპერპრიზის-ავტომობილის მფლობელი.

აქციები, შეთავაზებები და გრანდიოზული დასაჩუქრება „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში,  თელავსა და ლანჩხუთში მიმდინარეობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics