|
2016-09-01 12:01:36, 1850 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტმა, ქვეყნის უდიდეს ქალაქ სან-პაოლოში მასობრივი არეულობა გამოიწვია. ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მომხრეებმა პოლიციას ნაგვით სავსე ტომრები და ქვები დაუშინეს. პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა მიშელ ტემერი. მან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ, პირველ რიგში, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს პრეზიდენტად ყოფნის დროს. როგორც ტემერმა თქვა, მისი მთავარი მიზანი, ბრაზილიის ეკონომიკური გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. მისივე თქმით, ქვეყანას, ამ დროისათვის, თითქმის 12 მილიონი უმუშევარი ადამიანი ყავს, რაც საგანგაშო რიცხვია. "სამუშაო ადგილების შექმნა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება", - ამბობს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. მიშელ ტემერი, 2 სექტემბერს ჩინეთში, G20-ის სამიტზე ჩავა და მსოფლიო ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. ცნობისთვის, ტემერი ბრაზილიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. ის ამ პოსტზე 2011 წელს დაინიშნა. ის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეფის გუნდის წევრი იყო, ასევე იყო სან-პაოლოს შტატის გენერალური პროკურორი, და შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი წინააღმდეგობრივი კამპანია დაიწყო, ტემერმა მისი გუნდი დატოვა, მოგვიანებით კი, როუსეფის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ როუსეფის თანამდებობიდან წასვლა, ქვეყანას მხოლოდ წაადგებოდა. მიშელ ტემერი 75 წლისაა. ის, ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას 2018 წლამდე შეასრულებს. 2018 წელს კი, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ბრაზილიელები ახალ პრეზიდენტს, ოთხწლიანი ვადით აირჩევენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)