|
2016-09-01 10:01:21, 1244 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3-ის" შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს. პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა. აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)