23:55 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 19:53:54, 897 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს სერტიფიცირებული მყვინთავ-ინსტრუქტორი არ ჰყავს

"ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ თავდაცვის სამინისტროში 6-7 წლის განმავლობაში თუ არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი, სამწუხაროდ ასეთი ვერ ვიპოვეთ" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ასეთი სერტიფიკატის მქონე პირს უწყებაში 6-7 წლის განმავლობაში არ უმუშავია. როგორც მან აღნიშნა, მისი პასუხისმგებლობაა მსგავსი ფაქტების პრევენციაა. კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ პროკურატურა ისაუბრებს.

"თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდა იმ პირებს, ვინც წვრთნებს ახორციელებდა, ამიტომ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ თავდაცვის სამინისტროში 6-7 წლის განმავლობაში თუ არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი, სამწუხაროდ ასეთი ვერ ვიპოვეთ.  მყვინთავის კურსი არ ნიშნავს ინსტრუქტორის კურსს. შეიძლება იყოთ კარგი მოსწავლე და არა მასწავლებელი. ჩემი მიზანი არის ერთადერთი, თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება იყოს დაცული. ყველა მსგავსი წვრთნები შეჩერდეს, ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი მინისტრის პასუხისმგებლობაა მსგავსი ფაქტების პრევენციაა. კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ პროკურატურა ისაუბრებს,"- აცხადებს ლევან იზორია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics