|
2016-08-31 17:27:17, 766 ნახვა
პოლიტიკა
"არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის მომხრეა რეფერენდუმის ჩატარების, თუმცა ამან არაღიარების პოლიტიკას პრობლემები არ უნდა შეუქმნას. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონში არსებული ფორმულირება შესაცვლელია. “რეფერენდუმის შესახებ კანონში წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაფერი არ დაუშავდება ჩვენ პატივცემულ კანონმდებლებს, რომ შეცვალონ რეფერენდუმის კანონი, მოიყვანონ შესაბამისობაში არსებულ პრობლემურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. პოლიტიკოსები ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ ჩემს განცხადებებზე. რა განსხვავებაა ამ ვითარებაში რეფერენდუმის ჩატარებასა და 2002 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს შორის? მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული არ ჰქონდა. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოხდა. მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღიარების პოლიტიკა. არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი და ამ პოლიტიკას არაფრის დიდებით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)