00:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:51:06, 1264 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა, რისთვისაც აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება გვჭირდება

ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა; ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება, მათ შორის ერთობლივი ვიზიტები, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში, იმისთვის, რომ დავიწყოთ საუბარი გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ტრანზიტზე, ჩვენი რეგიონის გავლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა. 

კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტ ალიევთან, ისე პრემიერ-მინისტრ რასიზადესთან, განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი საკითხი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.

„ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ანუ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე, განვიხილეთ ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში. ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რაც ასევე იყო საუბრის თემა გამართულ შეხვედრებზე. ყურადღება ინფრასტრუქტურულ მოდერნიზებასაც დაეთმო, რადგან გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაბამისი, ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის გარეშე, ასეთი ტრანზიტის მოზიდვა შეუძლებელია. "ამ ყველაფერზე საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან და მანამდე, პრემიერ-მინისტრთან, როგორც პირისპირ - ისე გაფართოებულ ფორმატში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics