00:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:10:58, 1115 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე, რომელიც 31 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა.

ბელარუსის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე. კომისიასსაქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბელარუსის მხრიდან ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება.

შეხვედრაზე აღინიშნა პროგრესი, რომელიც საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ არსებობს. მათ შორის, დასახელდა ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოში ტრაქტორებს აწყობს. აღნიშნული ტექნიკა წარმოდგენილი იქნება 1 სექტემბერს ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება.    

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ მინერალური წყლის, ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების გარდა ბელარუსის ბაზარზე საქართველოში წარმოებულსხვა პროდუქციასაც აქვს დიდი პოტენციალი.

საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. ბელარუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელარუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics