|
2016-08-31 11:58:00, 1660 ნახვა
სამართალი
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი ხუციშვილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლითონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით. „საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)