21:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 10:15:49, 1244 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახმეტაში უკანონო საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ვ. ა.  საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას - 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საბრძოლო მასალის და  ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics