01:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 18:48:10, 635 ნახვა

სამხედრო
ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაური თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იარმო ლინდბერგი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და DIB-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა ფინელ სტუმარს სკოლის მნიშვნელობა და მისია გააცნეს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გენერალ-ლეიტენანტი იარმო ლინდბერგი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა წაიკითხა ლექცია ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. ფინელმა გენერალმა ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც გაამახვილა. მან აუდიტორიას ფინეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებიც გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფინელ პარტნიორებთან შეხვედრა, მათი გამოცდილების გაზიარება; ვინაიდან, მათ გააჩნიათ მსგავს მეზობელთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაბამისად, მათ აქვთ საკმაოდ კარგი და საინტერესო მოდელი შემუშავებული თავდაცვისთვის, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია და საინტერესოა ჩვენთვის. ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის თუ კოპირებას მოვახდენთ, ვინაიდან საქართველოს აქვს განსხვავებული გარემო, რესურსები და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი კარგი, მაგრამ უნდა მოვახდინოთ მისი ადაპტირება საქართველოს რეალობაში. ეს ესმით ჩვენს პარტნიორებსაც, ამიტომ ისინი გვაცნობენ თავისი თავდაცვის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ეს საშუალებას მოგვცემს მოვძებნოთ უფრო კარგი გზები, საქართველოს რესურსების გამოყენებით, ქვეყნის თავდაცვის გაუმჯობესებისათვის“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ფინეთის რეზერვის სისტემით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ფინური მოდელითა და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ.

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ასევე, საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics