|
2016-08-30 17:53:36, 955 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხოების კუთხით, 118 ქვეყანას შორის საქართველო მე-3 ადგილზეა
2016 წლის პირველი ნახევრის დანაშაულის ინდექსით (Crime Index for Country 2016 Mid Year) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და ამ მაჩვენებლით 118 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა. რეიტინგი კვლევით მონაცემთა ბაზაზე (NUMBEO) დაყრდნობით მომზადდა. ზემოთ მითითებულ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში დანაშაულის ინდექსმა 19.26, ხოლო უსაფრთხოებისამ 80.74 შეადგინა. საქართველოს, როგორც დანაშაულის სიმცირის, ისე უსაფრთხოების მაღალი დონის მიხედვით რეიტინგში მხოლოდ სამხრეთ კორეა და სინგაპური უსწრებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ეტაპობრივი რეფორმირებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტური მუშაობის შედეგად, საქართველო დანაშაულის ინდექსის შეფასებაში ყოველწლიურად იუმჯობესებდა პოზიციას, წელს კი ჩვენმა ქვეყანამ პირველ სამეულში გადაინაცვლა. ეს მონაცემები უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს დასახელება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულში ქვეყნის სწორი და მდგრადი განვითარების შედეგია. კვლევითი მონაცემების დამუშავება ხდება შესაბამის ვებგვერდზე (www.numbeo.com) მომხმარებლების მიერ შევსებული სპეციალური კითხვარებით. კითხვები მორგებულია გამოკითხვაში მონაწილე პირთა მიერ დანაშაულის დონის აღქმაზე და ყურადღება გამახვილებულია მათი აღქმით ქვეყანაში როგორც კორუფციის პრობლემაზე, ისე უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ისეთი დანაშაულების არსებობაზე, როგორიცაა ძარცვა, მანქანის გატაცება, ქურდობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა. 2016 წლის დასაწყისში ამავე კვლევის მიხედვით საქართველო 117 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილს, 2015 წლის მონაცემებით 120 ქვეყანას შორის - მეშვიდე ადგილს, 2014 წელს კი 139 ქვეყანას შორის - მე-8 ადგილს იკავებდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის, აგრეთვე კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ არაერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების თავმჯდომარე უწყებას, აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში საკვანძო როლი აკისრია. 2014-2016 წლებში განხორციელდა სასამართლოს, პროკურატურისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმა, მიღებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში განმტკიცდა შეჯიბრობითობის პრინციპი, გაიზარდა დაზარალებულის დაცვის სტანდარტი, კანონმდებლობით უზრუნველყოფილ იქნა საპროცესო შეთანხმების დადების ნებაყოფლობითი ხასიათი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა წინასწარი პატიმრობის მარეგულირებელი ნორმები და საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა მოწმის დაკითხვის წესი. კორუფციის პრევენციის კუთხით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით დაიხვეწა ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმი, გაძლიერდა ანტიკორუფციული საბჭო, დაიხვეწა კანონმდებლობა მამხილებელთა დაცვის კუთხით და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)