07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 11:35:52, 643 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე, 2 800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო და 1200 მეტრი სიგრძის ბორდიურები მოეწყო. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 165 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში, შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც არის დაგეგმილი. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, თბილისის მერი  დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო მუხიანშიც, სადაც დუმბაძისა და ნონეშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტზე 2850 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და 1050 მეტრ სიგრძეზე ბორდიურები მოეწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის144 395 ლარი დაიხარჯა.

2920 კვ.მ ფართობზე  გზის საფარი დაიგო, ასევე, მუხიანის მე-4 მ/რ-ის 26-ე, 27-ე, 28-ე, 38-ე და მე-40 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთელს პერიმეტრზე 977 მეტრი სიგრძის ბორდიურებიც მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 193 672 ლარი შეადგინა.

„გლდანის რაიონში აქტიურად ვმუშაობთ შიდა კვარტალური გზების მოწესრიგებაზე. კომპაქტურ დასახლებასთან მივიყვანეთ ახალი გზა, კეთდება პარკი, ასევე მუხიანის დასახლებაში გაკეთდა შიდა კვარტალური გზები. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა წელს არსებული რესურსების ფარგლებში მეტის გაკეთება შევძლოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics