|
2016-08-29 18:35:10, 830 ნახვა
საზოგადოება
რომპეტროლ საქართველოს მენეჯმენტი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონებს გამარჯვებას მიულოცავს
ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია რომპეტროლი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვებას მიულოცავს. ამასთან დაკავშრებით საგანგებო პრესკონფერენცია 30 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება. შეხვედრას ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომაგდენლები და რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი დაესწრებიან. რომპეტროლ საქართველო, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს, მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. „რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანებს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“ - აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი. „მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას და ჩვენს მეგობრებს ყაზახეთიდან. „რომპეტროლთან“ თანამშრომლობოთ დაიწყო განვიათარების სერიოზული პროცესები და ეს პროცესები გრძელდება. „როპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნა და საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში მენეჯმენტის დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი სამწვრთნელო სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების და საერთაშორისო არენაზე ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს კაირატ კაბილოვს, კონსტანტინ პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - აცხადებს კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 2016 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, და მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მან ატაცში 215კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა. ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ. აღსანიშნავია, KMG International-ი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი. ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG Internetional-ი რომპეტროლი უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო მიმდინარე წელს საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ევროპული ხარისხის EURO 5 საწვავის შემომტან კომპანიას. რომპეტროლ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს ახალ კონცეფციას და პრემიუმ კლასის დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის. სადაც გაერთიანებულია მომხმარებლების საჭიროებები და საუკეთესო ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი, უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.
KMG International-ი წარმოადგენს ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 7 000 თანამშრომელი 12 ქვეყანაში. 2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ, კომპანია გახდა პლატფორმა ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში - Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას პლოიეცში და ერთადერთ პოლიმერების საწარმოს. ჯგუფის საცალი ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
(R)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)