00:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 16:01:35, 1390 ნახვა

ეკონომიკა
მარტვილში მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებლის - ბზის ალურას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობის ღონისძიებას დაესწრო. 

როგორც ”ექსპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ახორციელებენ. 

მათივე ცნობით, 1000 ჰა ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდება, რაც გარემოსთვის უსაფრთხოა. 

”საშიში მავნებლები მნიშვნელოვნად აზიანებენ მწვანე საფარს. შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს და მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დროულად განხორციელებული ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის გადარჩენა, რომელიც ფაქტობრივად განადგურების პირას იყო”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინაააღმდეგო ღონისძიებებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ახორციელებს.

”მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის ალურას, ამერიკული თეთრი პეპელას და არაფარდი პარკხვევიას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. მავნებლების სალიკვიდაციო სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება”, - განმარტავენ სამინისტროში.
 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics