20:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 10:21:47, 1159 ნახვა

სამართალი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების პროექტის მეოთხე ეტაპი დასრულდა. საგრანტო პროექტის ფარგლებში, მეოთხე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე ყოფილ პატიმრებს ოჯახში ესტუმრა და მათ მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება პირადად მიულოცა.

რეგიონების მიხედვით გრანტი შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო − 10 გრანტი, აჭარა − 5 გრანტი, გურია და იმერეთი − თითო-თითო გრანტი. გრანტის მინიმალური თანხა ათას ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური − 4.800 ლარს. გრანტის მიღებისას სავალდებულო იყო ყოფილი პატიმრის 25%-იანი თანამონაწილეობა მატერიალური ან არამატერიალური ქონებით.

პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება. მასში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარები არიან ჩართულნი. ამ პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. საგრანტო პროექტით  სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგები დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოთხივე ეტაპზე 60 ბიზნესიდეა დაფინანსდა.  ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ  საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. უახლოეს ხანში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესინიციატივები 72 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება. პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა თბილისის გარდა მიმდინარეობს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics