|
2016-08-26 16:05:03, 698 ნახვა
სხვადასხვა
პოლონელმა ოლიმპიელმა თავისი ვერცხლის მედალი სიმსივნით დაავადებული ბავშვის დასახმარებლად გაყიდა
პოლონელმა ოლიმპიელმა, რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა პეტრ მალახოვსკიმ თავისი ვერცხლის მედალი სიმსივნით დაავადებული ბავშვის დასახმარებად აუქციონზე გაყიდა, - ამის შესახებ სპორტსმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თავად სპორტსმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი 126 ათას დოლარად გაიყიდა. მედლის გაყიდვის გეგმის შესახებ მალახოვსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მან ერთ-ერთი ქალისგან მიიღო წერილი, სადაც ის წერდა, რომ მის 3 წლის შვილს სახელად ოლეკი თვალში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. “რიოში მე ოქროსთვის ვიბრძოდი. ახლა მე ყველას მოვუწოდებ, ვიბრძოლოთ რამე უფრო ღირებულისთვის”, - დაწერა მალახოვსკისმ აუქციონის გამოცხადებისას. პეტრ მალახოვსკი დისკოს ტყორცნაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლის მედალის მფლობელია. თავისი პირველი ვერცხლის მედალი მან პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)