|
2016-08-26 15:59:50, 784 ნახვა
საზოგადოება
სტადიონი ავტოფარეხების ნაცვლად - საბურთალოზე მესაკუთრეებმა ავტოფარეხები დაშალეს
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩის N16-სა და N20-ს შორის არსებულ შიდა ეზოში ოთხი ავტოფარეხის ადგილას სპორტული მოედანი მოეწყობა - ეს გადაწყვეტილება რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივებს პირადად გააცნო და მადლობა გადაუხადა ასეთი გამბედაობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის. ბექა მიქაუტაძის განმარტებით, გამგეობა მზადაა განიხილოს ეზოების კეთილმოწყობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მცხოვრებლები დაშლიან უსახურ ავტოფარეხებს და გაათავისუფლებენ ტერიტორიას მათ უბნებში. ასეთ შემთხვევებში, გამგეობა მათთან ერთად შეათანხმებს ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და განახორციელებს კიდეც.
„საბურთალოზე იყო კიდევ რამდენიმე მისამართი, სადაც ავტოფარეხების მეპატრონეთა უმეტესობაშეთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული ფარეხების დაშლაზე და ჩვენმა სპეციალისტმა ეზოს კეთილმოწყობის დიზაინპროექტი მოამზადა, სადაც გათვალისწინებული იყო სპორტული და სათამაშო მოედანი, მოსასვენებელი ზონა და პარკინგი, თუმცა საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდა და შესაბამისად, ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ავტოფარეხის მესაკუთრეები ჩიქოვანის ქუჩაზე, რომლებმაც თავად დაშალეს ეს კონსტრუქციები, გამგეობამ კი დანაპირები აასრულა და იმ მასშტაბებში, რის საშუალებასაც ეს ტერიტოირია იძლევა, მცირე ზომის სპორტულ მოედანს მოვაწყობთ,“ - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ. აღნიშნულ ეზოში ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, 120მ2 ტერიტორია გათავისუფლდა და სწორედ ამ ფარგლებში მოეწყობა მინი-სტადიონი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)