|
2016-08-26 15:32:02, 1719 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა
იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო Ansa ავრცელებს. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ხვალ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ათობით ადამიანი ამ დრომდე ნაპოვნი არაა. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა. ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)