23:55 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 14:28:54, 685 ნახვა

საზოგადოება
აქცია საკრებულოსთან - "დროა 8 ოქტომბერს ვირიშვილები აღარ შემოვხაზოთ"

დავით ნარმანიას მოსმენა საკრებულოში აქციის ფონზე წარიმართება. მერის გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მესამე სექტორი შეიკრიბა. 

აქცია თბილისის საკრებულოსთან 14:30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მუშაობას გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორი თბილისის მერის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

აქციის გარდა მათ სურთ რიგგარეშე სხდომაზე დასწრება და ანგარიშის მოსმენაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა საკრებულოს შესაბამისი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლებას.  

„ნარმანია არის თბილისელების სირცხვილი, მის კისერზეა ამორტიზებული ავტობუსები, გაფუჭებული სკვერები, მოჭრილი ხეები. ასე რომ, დროა 8 ოქტომბერს ვირიშვილები აღარშემოვხაზოთ და წინ წავიდეთ საქართველოს განვითარებისთვის“, - განაცხადა ორგანიზაცია "დამოუკიდებელი კვლევით ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ჭიკაძემ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობა შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი, მერის გადადგომაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics