|
2016-08-26 14:16:45, 1509 ნახვა
ეკონომიკა
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. როგორც "ექსპრესნიუსს" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. "პროექტის ფარგლებში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთები შეკეთდება (საერთო სიგრძით 15 კმ). მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აღნიშნული გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებთან დაკავშირება", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)