02:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 09:41:11, 592 ნახვა

სამართალი
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შეუფერებელი ქცევის გამო შსს–ს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის პოლიციის ლეიტენანტი ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, პოლიციის ლეიტენანტ ვანო შოშიაშვილის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის ფაქტზე.

დადგინდა, რომ 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვანო შოშიაშვილი მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები. ამასთანავე, ვანო შოშიაშვილი აგრესიულად იქცეოდა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვანო შოშიაშვილი ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების 3 წლით შეჩერება.

ამდენად, პოლიციის ლეიტენანტმა ვანო შოშიაშვილმა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შს მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №26 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევაში.

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის, ვანო შოშიაშვილს უკვე ჰქონდა მიღებული სასტიკი საყვედური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics