|
2016-08-25 12:08:18, 1683 ნახვა
მსოფლიო
Der Spiegel: გერმანიამ შესაძლოა, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა დატოვოს
გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა დატოვონ, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, გერმანიაში განიხილავენ ინჯირლიკის ბაზიდან 250 ჯარისკაცის, ასევე სამხედრო თვითმფრინავებისა და ტექნიკის გაყვანის საკითხს. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, უწყებას თურქეთში მისიის გაგრძელება სურს, თუმცა “ინჯირლიკის ბაზის ალტერნატივებიც არსებობს”. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ალტერნატიულ ვარიანტად გერმანია თავისი კონტინგენტის იორდანიაში ან კვიპროსზე მდებარე ბაზაზე განთავსებას განიხილავს. სამხედრო თვითმფრინავებისა და ტექნიკის დისლოკაციის ადგილის შეცვლამ შესაძლოა, გერმანია აიძულოს, სირიისა და ერაყის თავზე სადაზვერვო ფრენები სულ მცირე ორი თვით შეწყვიტოს. ამას გარდა, გამოცემის მტკიცებით, იორდანიასა და კვიპროსში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება უფრო ძვირი და რთულია, ვიდრე თურქეთში. ივნისში თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ივლისში კი თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიის დელეგაცია ინჯირლიკის ბაზაზე არ შეუშვა. თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზას ნატო-ს წევრები სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისთვის იყენებენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)