|
2016-08-25 11:56:46, 1913 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი. შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, შემოწმების კიდევ ერთი მიზანი არმიის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების საბრძოლო მზადყოფნის სწრაფად გაძლიერების უნარის შეფასებაა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსგავსი შემოწმებები ბოლო პერიოდში გახშირდა. ივნისში ჩატარდა შემოწმება საბრძოლო და მობილიზაციური მზადყოფნის შესაფასებლად. მარტში ანალოგიური ღონისძიებები საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)