03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 10:31:43, 704 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები ოლიმპიური თამაშებიდან დღეს გამთენიისას, 03:25 საათზე დაბრუნდნენ. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიელების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები იმყოფებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ განუცხადა, მართლია, ვერც ერთი სინჯის მედალი ვერ აიღო, მაგრამ მისთვის პირველი ოლიმპიადა იყო და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს ელოდება.

"სასიხარულო იყო პრემიერის ინიცატივაც, რომ ნიჩბოსნობას ხელი უნდა შევუწყოთ. აუცილებელია ბაზების აშენება, ახალგაზრდების დაინტერესება და შედეგიც მოვა", - აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს  ნავი და ნიჩაბი არ აქვს.

"ეს ვის რაში დაჭირდა, არ ვიცი, წარმოგიდგენიათ ფეხბურთელი ბუცების გარეშე?",-აღნიშნა ზაზა ნადირაძემ.

ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის თქმით კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო აცნობიერებს, რომ გაიმარჯვა.

"ახლა, როცა ქვეყანაში დავბრუნდით, მივხვდით, რა გაგვიკეთებია, მივხვდით, რომ ძალიან დიდი სიამოვმება მივანიჭეთ ყველას. მიხარია, რომ ჩემ ასაკში მოვახერხე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე, ვშრომობდი და დამიფასდა. ორმაგად სასიხარულო იყო, როცა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა და აწეული სამი დროშიდან, ორი საქართველოსი იყო. მადლობა ირაკლი თურმანიძეს",-აღნიშნა ლაშა ტალახაძემ. 

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლისმედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics