07:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 10:04:18, 1730 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმისას 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 სტუდენტი

ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 7 სტუდენტია. ასევე, მოკლულია ორი თავდამსხმელი. ამჟამად უნივერსიტეტი გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმა 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განხორციელდა. თავდაპირველად შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობის შიგნით სროლა დაიწყო. სტუდენტები და პედაგოგები აუდიტორიებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

უნივერსიტეტის შენობის  გათავისუფლების ოპერაცია 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სასწავლო დაწესებულებიდან 750 სტუდენტი და თანამშრომელი გაიყვანეს.

როგორც მედია საშუალება წერს, დაშავებულია 35 სტუდენტი და 9 პოლიციელი. გარდაცვლილთა შორის ასევე შენობის დაცვის სამი თანამშრომელი და სამი სამართალდამცველია.

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს.

ცნობისთვის, ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მოქმედებს. სასწავლებელში ათასზე მეტი სტუდენტი სწვალობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics