03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:06:52, 611 ნახვა

საზოგადოება
შემოდგომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია ჩატარდება

შემოდგომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 

დავით ნარმანიას განცხადებით,  2017 წლის 1 იანვრიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას სტრუქტურირებული ფორმით გააგრძელებს. 

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვამზადეთ სამსახურის რეორგანიზაციის ცვლილებების პაკეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ სამსახურის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებიც, ამასთან, ჩვენ შიგნიდან დავინახეთ რეორგანიზაციის საჭიროება.   სამსახურის რეორგანიზაციის განკარგულების პროექტი, ცვლილებების კონკრეტული მიმართულებები უკვე მზად არის, ტრანსფორმაციის პროცესი შემოდგომაზე დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ახლო მომავალში იგეგემება გამწვანების რეგულაციების გამკაცრება და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტი  უკვე შემუშავებულია. 

„ჩვენ მიერ უკვე მომზადდა  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის  განხილვას  საქართველოს პარლამენტი შეკრებისთანავე შეუდგება.  ეს ეხება საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჩვენი ამოცანაა, გავამკაცროთ ამ მიმართულებით საკითხები. რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. საკითხით რეალურად დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით  მიღებული ახალი რეგულაციები სრულყოფილი და უფრო მისაღები იქნება ყველასთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics