|
2016-08-24 16:02:33, 1906 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ახალი სასწავლო წლიდან სკოლების დაცვას გააძლიერებს
საფრანგეთის ხელისუფლება ტერორისტული საფრთხის ფონზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების დაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ელისეს სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც კაზნევმა აღნიშნა, სექტემბრიდან საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე სკოლების მახლობლად მობილური პატრულ იმოქმედებს. სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოებას დამატებით 3000-ზე მეტი რეზერვისტი უზრუნველყოფს. საფრანგეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ხელისუფლებამ ტერორიზიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგ პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)