03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 14:57:19, 717 ნახვა

საზოგადოება
ა/ო „პოზიცია“ არჩევნებზე სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თბილისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარსდგენენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თბილისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილი.

როგორც „პოზიციას” აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესებში შესაბამისი გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტების არჩევნებზე დამკვირვებლების რანგში ჩართულობა ორმხრივად სასარგებლო იქნება. პირველ რიგში, ამით, თავად საარჩევნო პროცესში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ დიდ გამოცდილებას, რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ და მეორე მხრივ, ეს უფრო მეტად ბიძგის მიმცემი იქნება ზოგადად ახალგაზრდა თაობისთვის, მონაწილეობა მიიღონ 8 ოქტომბრის არჩევნებში და დააფიქსირონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანია იმ მხრივ, რომ თითქმის ყველა ტიპის პოლიტიკურ პარტიას აქვს მასში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატული და შესაბამისად, არჩევანის გაკეთების გაცილებით მეტი საშუალება არსებობს”, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებისათვის სტუდენტებს მოუწოდებს მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე გააგზავნონ თავიანთი მოკლე ავტობიოგრაფიები ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@position.ge, რის შემდეგაც მათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ უფასო ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ იმის შესახებ, თუ რა უფლებებით სარგებლობა შეეძლებათ მათ საარჩევნო უბნებზე, როგორ უნდა მოიქცნენ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში და სხვა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics