2016-08-23 17:01:01, 1352 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა გარდაბანში არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში “გარდაბანი”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები (საერთო წონა 3,500 გრამი) აღმოაჩინეს.
ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებელის ელექტრო-მექანიკოსისათვის განკუთვნილი ოთახის დათვალიელებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,467 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4,467 ლარის ოდენობით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან