19:49 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 00:05:07, 516 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 აგვისტოს სპეციალური ანონსი

23 აგვისტოს, 10:00 საათზე, პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.
თემა: “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში”.

23 აგვისტო, 10:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

23 აგვისტოს, 11:00 საათზე, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: აფხაზეთის მთავრობის მიერ გაფლანგული მილიონები. 
მის: დ. აღმაშენებლის #150 (პარტიის ცენტრალური ოფისი) 

23 აგვისტოს, 11:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. 
მის: ონიაშვილის ქ. #37 

23 აგვისტოს, 12:00 საათზე ,,თავისუფალი დემოკრატების'' ცენტრალურ ოფისში ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. 
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

23 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და ფესტივალის გენერალური მენეჯერი მარიამ დავითაშვილი გაუძღვებიან.

23 აგვისტოს, 14:00 საათზე, შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად დააკვირდება. 
მის: ალ. მრევლიშვილის ქუჩა, ნაძალადევის რ-ნი; (ცოტნე დადიანის ქ. # 132-დან, „ნიკორას“ სათავო ოფისთან ჩასახვევი)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics