18:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 18:01:29, 1389 ნახვა

სამართალი
სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ამწუთებში ტერორისტული აქტის საქმეზე  ბრალდებულების  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროცესს არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული  ბექა ბექაური, რომელიც დაკავების დროს მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბექაური ბრალს აღიარებს.

"თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. დაკავების მომენტში აქვს მიღებული დაზიანებები",-აღნიშნა ადვოკატმა  მაია ჭრელაშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-მა ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა  და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების    ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე მოქალაქე დააკავა.

გარდა ამისა,  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით,  დასახელებული პირები სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას ამზადებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics