11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 16:55:45, 616 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის ინფორმაციით, ტერაქტის მზადების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ოპერაცია უტარდება

ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულს ოპერაცია უტარდება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბექა ბექაურს თავის ქალა აქვს გატეხილი.

„ახლა მოვდივარ საავადმყოფოდან და მას წუთი-წუთზე დაუწყებენ ოპერაციას. თავის ქალა აქვს  გატეხილი”, - აღნიშნა ადოკატმა.

მაია ჭრელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აღიარებს.

“მან ყველაფერი აღიარა, რასაც გამოძიება ედავებოდა. აღიარება არ უკავშირდება დაკავების დროს განხორცელებულ ზეწოლას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან დაკავებული ბექა ბექაურის დეიდა აცხადეს, რომ ბექა ადრე სამხედრო იყო, მაგრამ  უკრაინასთან შეხება არ ჰქონია.

„დედ-მამა არ ყავს და მე ვზრდიდი. ჩემს გარეშე ვერავისთან ჭამდა პურს. სასწაული ნაცემია, თავი აქვს გატეხილი ისე, რომ ოპერაცია ჭირდება, არ ვიცი,  დაკავებისას თუ მერე ცემეს, ფაქტია, ნაცემია. არ ვიცი, რა მოხდა. ადრე სამხედროც იყო, მაგრამ უკრაინასთან შეხება არ ქონიათ, დანარჩენს ყველაფერს ალბათ პროფეცესზე გაიგებთ“, - განაცხადა ბექაურის დეიდამ. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა  და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

"ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ.-ა დაკავებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics