22:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 16:30:15, 1162 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაციას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.  დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია.  ასევე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნესსექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. „აღნიშნულ პოზიციას თურქეთის ბიზნესწრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ერთმა ქვეყანამ შეიძლება გამოხატოს მეორის მიმართ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ,  ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics