|
2016-08-20 17:00:26, 777 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში, ახლად აშენებული “დებედა ჰესი” დაათვალიერა
4 მლნ 200 ათას დოლარამდე ინვესტიცია ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული “დებედა ჰესი” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაათვალიერეს. ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინვესტორი კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მიაწოდა. „დებედა ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 14 მლნ კილოვატ/საათი. "ეს არის ბულგარელი ინვესტორის 4,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს მცირე ჰესია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰესების განვითარება, იმიტომ რომ ისინი ძალიან მინიმალურ ზიანს აყენებენ გარემოს და ამ დროს იძლევიან დიდ შენატანს საქართველოს ენერგოსისტემასა და ენერგეტიკულ ბალანსში. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინვესტორები, როგორიც ჰყავს ჰიდროელექტროსადგურ დებედას, კიდევ უფრო მეტი იყოს. ამ ინვესტორს აქვს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)