|
2016-08-20 16:45:36, 747 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მისი განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფინონ. "მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკედეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი - ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა - გამოცდებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)