04:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 15:44:21, 2105 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტის დროს დაშავებული მამაკაცი 19 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ვინაობა და ასაკი არ სახელდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. 

ამასთან, მედიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა. ეს 56 წლის ფსიქოლოგი, პიერ ატერმანია. მისი მეუღლე და 12 წლის ვაჟი ასევე ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო 14 წლის ქალიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოშია, თუმცი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ათობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

თავდასხმის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. დაშავდა 188 ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics