|
2016-08-20 14:24:42, 771 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. მისი თქმით, ყველაზე დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვის რეფორმაზე, რათა ადამიანებს აღარასდროს დაუდგეთ ქონების გაყიდვის აუცილებლობა მკურნალობის ხარჯების დასაფარად. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას მიწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შსახებ. “ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვინაიდან კანონმა თუ არ იკანონა ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დმანისს ეწვია და მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)