|
2016-08-20 12:40:06, 762 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: ბრეგაძემ ბლოკი არა თუ დატოვა, არამედ კოალიციაში არ გაწევრიანდა
დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების „საარჩევნო ბლოკ - ერთიანი საქართველოში" გაერთიანების გამო პროტესტი არავის მხრიდან არ გამოთქმულა. როგორც თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, სანდრო ბრეგაძემ არა თუ დატოვა საარჩევნო ბლოკი არამედ კოალიციაში გაწევრიანება არ მოისურვა. "აღნიშნულ კოალიციაში აქამდე ოფიციალური სტატუსი არც მე და არც სანდროს არ გვქონია. უბრალოდ შემდეგ, კოალიციამ მე თავმჯდომარედ ამირჩია. შეგიძლიათ სანდროს და ლალის კითხოთ თუ რატომ არ მოისურვეს ჩვენთან შემდგომი თანამშრომლობა. აღვნიშნავდი, რომ თანამებრძოლებს ასე ადვილად არ ვტოვებთ. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და არ გამოვრიცხავ, რომ თვითონვე ჩამოაყალიბონ არანაკლები სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია", - განაცხადა მეჭიაურმა. მეჭიაურის თქმით, ყოველთვის აცხადებდა და ახლაც ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკის კარი ყველასთვის ღიაა. სანდრო ბრეგაძემ, თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო, „საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც ბრეგაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა ჯერ ჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. მან კოალიციის შექმნის შესახებ პრესიდან გაიგო და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, გადაწყვეტილებას მიიღებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)