|
2016-08-20 12:06:45, 746 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე პარტიის დატოვებაზე: არ ვიცი რა ხდება, მედიიდან გავიგე, რომ ახალი კოალიცია შეიქმნა
"საარჩევნო ბლოკი - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი სანდრო ბრეგაძე, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მისი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით უარყოფს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ის ახალი კოალიციის შექმნის შესახებ მედია საშუალებებიდან შეიტყო. "პრესიდან გავიგე, რომ შეიქმნა ახალი კოალიცია. საერთოდ არვიცი რა ხდება.ჩამოვალ და ყველაფერში გავერკვევი, რის შემდეგადაც განცხადებას გავაკეთებ", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის", ლევან მამალაძის "სახალხო ხელისუფლება", რომელსაც ზურაბ კობიაშვილი წარმოადგენ, ზვიად ჩიტიშვილის პარტია "ჩემი სამშობლო" და ხათუნა მაჭავარიანის "ქალთა პარტია". ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრეგაძემ თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო, „საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ დატოვა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)