|
2016-08-19 18:36:33, 897 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში დაინიშნება. მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება. "დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დაადგინა საარჩევნო გრაფიკები ორივე ზემოთ აღნიშნული არჩევნებისთვის. საკრებულოს შუალედური, ასევე მერისა და თვითმმართველი გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. საერთო ჯამში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე", - განაცხადა მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)