|
2016-08-19 16:06:16, 925 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი დავით უსუფაშვილს: თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?
„ჩვენ არ მოგვანიჭეს და ვერ მოგვანიჭეს საარჩევნო ნომერი 8“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საარჩევნო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ არ მოგვანიჭეს და ვერ მოგვანიჭეს საარჩევნო ნომერი 8. როგორი ლაფსუსია. მაგალითად: ჩვენ კენჭს ვიყრით საკრებულოს და მერის არჩევნებშიც. ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ნომერი 8, თვითონ პარტიას არსებული კანონმდებლობით შეეცვლება ნომერი. წარმოგიდენიათ, რომ პარტია იყოს 74-ე ნომერი. მაგალითად: პარტიის მერობის კანდიდატს ჰქონდეს ნომერი 8 და ამასთანავე, ნებისმიერ სხვა პარტიას შეუძლია ლოტოტრონიდან ამოიღოს ნომერი რვა და მასაც მიენიჭოს ეს ნომერი. ხვდებით რა ვითარებაშია ჩვენი ქვეყანა? მე ვეკითხები უსუფაშვილს ძალიან დიდი გონორით, რომ საუბრობს საკანონმდებლო ინიციატივებზე და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე. ეს ოთხი წელი რას აკეთებდით? სად იყავით და რომელ პლანეტაზე ისხედით? ასეთი ლაფსუსები როგორ დატოვეთ კანონმდებლობაში, რომ ერთი პარტია გადის არჩევნებში და თურმე 15 ნომერი უნდა ჰქონდეს მაგალითად ჩვენს სხვადასხვა კანდიდატს. თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?“,-განაცხადა ინაშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)