22:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 15:43:25, 1710 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკის თაობაზე, განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკასთან დაკავშირებით,  დამატებით მეთოდოლოგიურ განმარტებას აქვეყნებს:

"საქართველოს ეროვნული ბანკი, "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი"-ის სტატისტიკურ ცხრილს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით ამზადებს, რომელსაც ყველა ქვეყანა ეყრდნობა. მეთოდოლოგიის შესაბამისად, საგარეო ვალის გადახდის გრაფიკში ასახულია ყველა ვალდებულება, მათ შორის ისეთიც, რომლის გადახდის ვალდებულება პრაქტიკულად არასდროს დადგება.   

გადახდის გრაფიკის პირველი ხუთი სვეტი შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომელიც უნდა დაიფაროს არაუმეტეს ერთი წლის ვადაში. აქედან პირველი სვეტი - "დაუყოვნებლივ გადასახდელი",  განეკუთვნება იმ ვალდებულებებს, რომლის გადახდის ვალდებულება უკვე დამდგარია (ვადაგადაცილებული ვალდებულებები) ან მისი გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დროის ნებისმიერ დროს (მიმდინარე დეპოზიტები და საკორესპონდენტო ანგარიშები). საყურადღებოა, რომ მიუხედავად აქ მითითებული საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებისა (დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით), მათი უმრავლესობის გადახდა პრაქტიკულად არ ხდება. უფრო მეტიც, იმ დეპოზიტების მთლიანად გადახდა, რომელიც ამ თანხის ძირითადი ნაწილია, არასდროს არ ხდება, ვინაიდან  დეპოზიტების ნაწილი იფარება და მათ ნაცვლად ახალი დეპოზიტები მოიზიდება. ანუ, რეალურად, დეპოზიტების მოცულობა მუდმივად იზრდება.1 

კომპანიათაშორისი სესხების შემთხვევაში კი ხშირია ვალის გადახდის ნაცვლად მისი სააქციო კაპიტალში გადატანის შემთხვევები. მაგალითისათვის, 2016 წლის პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა ამ ტიპის მსხვილ ოპერაციას - კომპანიათშორისი სესხიდან კაპიტალში გადაიტანეს 700 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა წლების განმავლობაში გრაფაში მითითებული იყო როგორც დაუყოვნებლივ გადასახდელი, მაგრამ გადახდის ნაცვლად ინვესტორმა იგი სააქციო კაპიტალში გადაიტანა.  ეს არ არის ის თანხები, რაც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს. ამ 4.7 – 4.8 მილიარდი აშშ დოლარიდან პრაქტიკულად არ ხდება დეპოზიტებისა ($1.5  მილიარდი) და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა ($0.8 მილიარდი). სავაჭრო კრედიტების ($0.7 მილიარდი) გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) ხდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ხოლო დარჩენილი თანხა 1.5 – 1.8 მილიარდი აშშ დოლარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და სავალო ფასიანი ქაღალდებია.

გრძელვადიანი სავალო ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) შემთხვევაში, ხშირად გადახდის თარიღის მოახლოებისას ხდება ახალი ობლიგაციების გამოშვება და ძველის გამოსყიდვა, რაც, სტატისტიკურად განიხილება, როგორც  გადახდის თარიღის გადაწევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ოპერაცია შეეხო 1.0 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ობლიგაციები ადრე ერთ წლამდე გადასახდელ ვალდებულებების სტატისტიკაში აისახებოდა, შემდეგ მათი გადახდის თარიღმა 5 -10 წლით გადაიწია.

ყველა სავალო ინსტრუმენტის შემთხვევაში ხდება როგორც ძველი ვალდებულებების გადახდა, ისე ახალი ვალდებულებების აღება, ხოლო ცხრილში "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკი", ვხედავთ მხოლოდ გადახდის მხარეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება უმეტესწილად ჭარბობს გადახდას, რის გამოც წმინდა ნაკადი დადებითია, რაც ჩანს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან",-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2920

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics