22:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 12:30:37, 1265 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაფართოვდება

ქართულ ბაზარზე არსებული კომპანია „შპს. პატრიოტი“ პროდუქციის გაფართოებას და დამატებით მაღალი ხარისხის წებო-ცემენტის წარმოებასა და რეალიზაციას შეძლებს. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „პატრიოტი 2006“-ის  ძირითად სამიზნე ბაზარს წარმოადგენს ქვეყნის შიდა ადგილობრივი ბაზარი, თუმცა კომპანიაში წარმოებული ევროპული ხარისხის პროდუქცია,  ხელს შეუწყობს პროდუქციის ექსპორტს და ქვეყნის გარე ბაზრების ათვისებას. 

საწარმოში ამჟამად 220 თანამშრომელია დასაქმებულია, ხოლო ბიზნესსაქმიანობის გაფართოების შემდგომ, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება,  დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება.  

შპს „პატრიოტი 2006“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  2 200 000 ლარს შეადგენს. 

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში,“ რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics