17:54 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 23:33:44, 793 ნახვა

პოლიტიკა
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ  ლილუაშვილი მის საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე კანდიდატმა  მოსახლეობას  იმ  წარმატებულ  პროექტებზე  ესაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ  ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის  მეურნეობა - ეს ის დარგებია, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტებია.

„მე ვგეგმავ პარლამენტარობას იმისთვის, რომ  ვანსა და ხონში  არსებული პრობლემები  მინიმუმამდე დავიყვანო. თქვენ დღეს საშუალება გეძლევათ, მოუსმინოთ ყველა კანდიდატს, დაუსვათ მათ კითხვები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ. სწორედ  "ქართული  ოცნების" მონაპოვარია ის თავისუფალი საარჩევნო გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი. თითოეული  ჩვენგანის  ვალდებულებაა დავიცვათ ეს თავისუფლება," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა  ხონის  მუნიციპალიტეტში  გამართულ შეხვედრაზე. 

შეხვედრის  დასასრულს  კანდიდატმა ყველა ის  პრობლემა მოინიშნა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics