12:15 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 23:22:10, 1934 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 აგვისტოს სპეციალური ანონსი

19 აგვისტოს, 11:00 საათზე,„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები’’ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. 
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

19 აგვისტოს, 11:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
მი: გულუას ქ. N 6

19 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, CRRC-საქართველო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა:„ამომრჩეველთა ხმების დათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკის შესახებ, რომელიც მომზადდა პროექტისთვის - “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)“. 

19 აგვისტოს, 12:00 საათზე, სოფელ კორცხელში, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია და სანდრა რულოვსი შეხვედრას გამართავენ.

19 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძე კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უზნაძისქ. N52

19 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა:მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩი. 

19 აგვისტოს, 13:30 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალს შორის სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და „აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის დირექტორი გურბან პირიევი მოაწერენ. 
მის: აკ. წერეთლის გამზ. #144 (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

19 აგვისტოს, 14:00 საათზე, კინოს სახლში, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412

19 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისის მერიასთან, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics