|
2016-08-18 20:24:46, 1041 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე პარტიების გაერთიანებაზე: მე ამაში ვხედავ მარტო დადებითს
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ”TV პირველთან” მისი პარტიის, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით გუნდის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გაერთიანების შეთავაზე გუნდში განიხილეს და უმეტესად ეს ყველაფერი გუნდის წევრებმა დადებითად აღიქვეს. ”ჩემი პირველი ნაბიჯი, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და მისი აზრები ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად, ასე მოხდა დღევანდელი დღე. მე ამაში ვხედავ მარტო დადებითს. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ ყველაფრის, ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად თავის საქმით არის დაკავებული. ხათუნა ძალიან მომხრეა, რაც დღეს მოხდა”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. ამასთან, პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა. ”მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ, ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)