|
2016-08-18 18:50:05, 1219 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო - თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
საქართველოში თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმს სტუმრის სტატუსით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, დღევანდელი ბიზნესფორუმის გამართვის გადაწყვეტილება საქართვლოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ქართული დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები გავმართეთ ჩვენს თურქ კოლეგასთან და მივაღწიეთ შეთანხმებას სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, კერძო სექტორისთვის ყველა პირობა და საუკეთესო ასპარეზი შეიქმნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებისთვის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მძიმე წუთებში მხარდაჭერისთვის. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენს ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის დროს მხარდაჭერა გამოხატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფარუკ ჩელიკმა. მისასალმებელი განცხადებების შემდეგ, ფორუმზე, პრეზენტაციების ფორმატში, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და დაგროვილ გამოცდილებებზე ისაუბრეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს კოლეგებს და ბიზნესექტორის წარმომადგენლებს. ფორუმის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. (NS)
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)